2 თვის წინ
ცნობილია: რა დაუჯდება "იუნაიტედს" დენ ეშვორტის "ნიუკასლიდან" გადაბირება
ცნობილია: რა დაუჯდება "იუნაიტედს" დენ ეშვორტის "ნიუკასლიდან" გადაბირება
ავტორი
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედი" და დენ ეშვორტი შეთანხმებას უახლოვდებიან, რათა ინგლისელი კლუბის სპორტული დირექტორი გახდეს.

პრემიერ ლიგის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დირექტორი "ნიუკასლს" დატოვებს და ოლდ ტრაფორდზე გააგრძელებს მუშაობას.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით "იუნაიტედს" მისი კონტრაქტის გამოსყიდვა და კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

როგორც ირკვევა, "მანჩესტერს" ეს ოპერაცია დაახლოებით 10 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდება.

ეშვორტი "ნიუკასლს" 2022 წლის თებერვალში შეუერთდა, ამიტომ მას კლუბთან ხანგრძლივი კონტრაქტი აკავშირებს.


Facebook კომენტარები