1 თვის და 3 კვირის წინ
ანტონი გასაყიდთა სიაშია - რა თანხად შეელევა "იუნაიტედი" ბრაზილიელ შემტევს
ანტონი გასაყიდთა სიაშია - რა თანხად შეელევა "იუნაიტედი" ბრაზილიელ შემტევს
ავტორი
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მფლობელები გუნდის გადახალისებას ცდილობენ, გასაყიდთა სიაში კი უკვე ანტონის სახელიც ფიგურირებს.

ბრაზილიელი შემტევი მოლოდინს ვერ ამართლებს და მეტიც, ის უკვე ძირითადი შემადგენლობის წევრიც აღარ არის.

სანდო ბრიტანული წყაროების თქმით, "იუნაიტედი" ანტონის გაყიდვას შეეცდება, თუმცა კლუბში კარგად იცდიან, რომ მასში გადახდილ თანხას ვერ ამოიღებენ.

24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი "მანჩესტერს" 95 მილიონი ევრო დაუჯდა, ახლა კი მზად არის, რომ ის 35 მილიონ ევროდ გაასხვისოს.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ანტონიმ 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე 0 საგოლე ქმედებაა.


Facebook კომენტარები