1 თვის და 3 კვირის წინ
"იუნაიტედი" ანსელმინოს ტრანსფერით ინტერესდება - რა დაჯდება "ბოკას" მცველის გამოსყიდვა
"იუნაიტედი" ანსელმინოს ტრანსფერით ინტერესდება - რა დაჯდება "ბოკას" მცველის გამოსყიდვა
ავტორი
Aa

გავლენიანი არგენტინული გამოცემა TyC Sports-ის ინფორმაციით "მანჩესტერ იუნაიტედი" აარონ ანსელმინოს ტრანსფერით დაინტერესდა.

"ბოკა ხუნიორსის" 18 წლის ცენტრალურმა მცველმა ბევრი ევროპული გრანდის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის არის "მანჩესტერიც".

კლუბი უკვე რამდენიმე თვეა აკვირდება ახალგაზრდა ფეხბურთელს და "ბოკასგან" ინფორმაციაც გაიხმო შესაძლო ტრანსფერზე.

როგორც ირკვევა, ანსელმინოს კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც მსურველს მისი გამოსყიდვა 19 მილიონ ევროდ შეეძლება.

2005 წელს დაბადებულ მოთამაშეს არგენტინული გრანდის პირველ გუნდში 5 მატჩი აქვს ჩატარებული.


Facebook კომენტარები