გასულ სანაკრებო პაუზაზე პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა სლოვემიასთან მატჩი ჩაატარა, სადაც ანგარიშით 2:0 დამარცხდა.
კრიშტიანუ რონალდუს გუნდმა თამაში გასვლაზე, ქალაქ ლუბლიანაში გამართა, სადაც მათ სასტუმრო "Grand Plaza Hotel""-მა უმასპინძლა.
ეს სასტუმრო აუქციონზე იმ საწოლს ყიდის, რომელშიც კრიშტიანუს ეძინა.
"რადგან ეს საკმაოდ განსაკუთრებული და უნიკალური ღონისძიება იყო, გადავწყვიტეთ მოგვემზადებინა უნიკალური სიურპრიზი, რომელშიც მონაწილეობას ყველა გულშემატკივარი შეძლებს. არ ვიცით, კიდევ როდის გვექნება სლოვენიაში რონალდოს მასპინძლობის შესაძლებლობა. ამიტომ, სპეციალურ აუქციონზე იყიდება საწოლი, რომელშიც ვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს ეძინა. ყველას ვუსურვებთ წარმატებებს და ღონისძიებაში ნაყოფიერ მონაწილეობას", - წავიკითხავთ სასტუმროს განცხადებაში.
ცნობისთვის, საწოლი აუქცინის სახით იყიდება და საწყისი ფასი 5 ათასი ევროა.