2 წლის და 2 თვის წინ
ზაფხულისთვის 100 მილიონი მზადაა! - "იუნაიტედი" მეგა ტრანსფერის განხორციელებას აპირებს
ზაფხულისთვის 100 მილიონი მზადაა! - "იუნაიტედი" მეგა ტრანსფერის განხორციელებას აპირებს
ავტორი
Aa

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედი" ახალი ცენტრალური ფორვარდის დამატებას ეცდება, ქომაგებისთვის ეს უკვე კარგად ნაცნობი ამბავია.

გუნდს უამრავი სამიზნე ჰყავს, ერთ-ერთი მათგანი კი "ნაპოლის" ვარსკვლავი ვიქტორ ოსიმენია, რომელიც გასაოცარ სეზონს ატარებს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, "წითელი ეშმაკები" მზად არიან, რომ ნიგერიელი ფორვარდის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ჯერჯერობით, "ნაპოლი" მის გაყიდვას არანაირ ფასად არ განიხილავს და დიდი ალბათობით, დე ლაურენტისი მოთამაშის სანაცვლოდ ბევრად მეტს მოითხოვს.

24 წლის ოსიმენმა მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.


Facebook კომენტარები