2 წლის და 2 თვის წინ

"რეალის" მორიგი ვარსკვლავი ოლდ ტრაფორდზე!? - "იუნაიტედს" ახალი სამიზნე ჰყავს

ავტორი
Aa
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა, მაგრამ კლუბების მუშაობა გუნდების გაძლიერებაზე არ წყდება და საზაფხულო გეგმებიც ლაგდება.
El Nacional-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მადრიდის "რეალის" ნახევარმცველ ფედერიკო ვალვერდეს ტრანსფერზეა ორიენტირებული.
"წითელი ეშმაკები" მზად არიან ზაფხულში ურუგვაელ ფეხბურთელში 80 მილიონი ევრო გადაიხადონ და "ბლანკოსს" კიდევ ერთი მოთამაშე წაართვან.
"მანჩესტერს" "რეალიდან" ტრანსფერების კარგი გამოცდილება აქვს რაფაელ ვარანისა და კაზემიროს მაგალითზე, რადგან ორივე მოთამაშე გუნდის წამყვანი ფიგურა გახდა.
ვალვერდე მადრიდში თავს ძალიან კარგად გრძნობს და რთულად სათქმელია, რამდენად მოისურვებს ის ესპანეთის დატოვებას.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ

VIDEO: რაშფორდის გასაოცარი გასროლა შორი მანძილიდან - სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი!
1 წლის და 1 თვის წინ

"იუნაიტედის" ახალი აღმასრულებელი დირექტორი - რა ევალებოდა ომარ ბერადას "სიტიში"
1 წლის და 1 თვის წინ

ზიდანმა "იუნაიტედს" შეატყობინა, არის თუ არა თანახმა გუნდის მომავალ მწვრთნელობაზე
1 წლის და 1 თვის წინ

ინეოსმა გადაწყვეტილება მიიღო - რა ბედი ელის მეისონ გრინვუდს ზაფხულში