2 წლის და 11 თვის წინ
ეს დასასრულია!? - მეისონ გრინვუდის შესახებ ახალი ინფორმაცია გავრცელდა
ეს დასასრულია!? - მეისონ გრინვუდის შესახებ ახალი ინფორმაცია გავრცელდა
ავტორი
Aa

ოფიციალურად, მანჩესტერის პოლიციამ მეისონ გრინვუდს ძალადობის ბრალდება მოუხსნა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელის თაობაზე გამოძიება შეწყვიტა.

თითქმის 1 წლის წინ, გრინვუდის მეგობარმა გოგონამ სოციალურ ქსელში ძალადობის ამსახველი ფოტო და აუდიო მასალა გამოაქვეყნა, დამნაშავედ კი მეისონი მიიჩნეოდა.

პოლიციამ გამოძიება არასაკმარისი მტკიცებულებების გამო შეწყვიტა და საბოლოოდ, გრინვუდი გათავისუფლდა, თუმცა მისი "იუნაიტედში" დაბრუნება ნაკლებად მოსალოდნელია.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ახალგაზრდა მოთამაშემ სათამაშო ნომერიც დაკარგა, რომელსაც "იუნაიტედი" ანტონის დაპირდა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი ამჟამად 21 ნომერს ირგებს, თუმცა "აიაქსში" ის 11 ნომრით თამაშობდა, რომელსაც ამჟამად სწორედ მეისონი ფლობს.

როგორც ჩანს, "მანჩესტერში" გრინვუდის გაშვება უფრო რეალურად განიხილება, ვიდრე მისი გუნდში დაბრუნება.


Facebook კომენტარები