2 წლის და 5 თვის წინ

ტენ ჰაგის 3 წესი გასახდელში - ფრედმა მთავარი მწვრთნელის მოთხოვნები გაამხილა

ავტორი
Aa
"მანჩესტერ იუნაიტედში" მოსვლის დღიდან, ერიკ ტენ ჰაგმა დისციპლინის დამყარებაზე მუშაობა ყველაზე აქტიურად დაიწყო და ეს ასეც გრძელდება.
აღნიშნულ თემაზე The Times-მა ფრედსაც ჰკითხა, რომლის განცხადებითაც, ტენ ჰაგმა გასახდელში 3 მთავარი წესი ჩამოწერა.
"ახალი მწვრთნელის მოთხოვნით, გასახდელში 3 წესი არის ჩამოწერილი. არ დააგვიანო, არ მოიქცე ცუდად და ყოველთვის დაეხმარე შენს თანაგუნდელს", - ამბობს ფრედი.
ტენ ჰაგისთვის დისციპლინა უმნიშვნელოვანესია და ამ მხრივ, პრიორიტეტი არავის ენიჭება. მაგალითად, მარკუს რაშფორდი, რომელმაც ვარჯიშზე დააგვიანა, "ვულვზთან" მატჩში სკამზე აღმოჩნდა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის და 5 თვის წინ

VIDEO: რაშფორდის გასაოცარი გასროლა შორი მანძილიდან - სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი!
1 წლის და 6 თვის წინ

"იუნაიტედის" ახალი აღმასრულებელი დირექტორი - რა ევალებოდა ომარ ბერადას "სიტიში"
1 წლის და 6 თვის წინ

ზიდანმა "იუნაიტედს" შეატყობინა, არის თუ არა თანახმა გუნდის მომავალ მწვრთნელობაზე
1 წლის და 6 თვის წინ

ინეოსმა გადაწყვეტილება მიიღო - რა ბედი ელის მეისონ გრინვუდს ზაფხულში