2 წლის წინ
"იუნაიტედი" 6 ფეხბურთელს ერთი მოთამაშის გამო ყიდის - "მანჩესტერის" ახალი გეგმა
"იუნაიტედი" 6 ფეხბურთელს ერთი მოთამაშის გამო ყიდის - "მანჩესტერის" ახალი გეგმა
ავტორი
Aa

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედი" ერთდროულად ძირითადი გუნდის 6 ფეხბურთელის გაყიდვას შეეცდება.

"წითელ ეშმაკებს" სურთ მოთამაშეების გაყიდვა, რათა შეაგროვონ ფინანსები და როგორმე ჰარი კეინი ან დეკლან რაისი გადაიბირონ.

Mirror-ის ცნობით, სიაში შედიან შემდეგი მოთამაშეები: ალექს ტელესი, დონი ვან დე ბიკი, ერიკ ბაილი, ენტონი მარსიალი, ჰარი მაგუაირი და სკოტ მაკტომინეი.

ერიკ ტენ ჰაგს რომელიმე ინგლისელი ვარსკვლავის დამატება სურს, საუკეთესო შემთხვევაში კი ორივე მოთამაშეს ითხოვს ოლდ ტრაფორდზე.

მიმდინარე სეზონში მანჩესტერ "იუნაიტედმა" ლიგის 21 მატჩი 42 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამეა.


Facebook კომენტარები