1 წლის და 11 თვის წინ
ტენ ჰაგმა "იუნაიტედს" 2 ფეხბურთელის გაყიდვა მოსთხოვა - ვინ აითვალწუნა ერიკმა
ტენ ჰაგმა "იუნაიტედს" 2 ფეხბურთელის გაყიდვა მოსთხოვა - ვინ აითვალწუნა ერიკმა
ავტორი
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას აპირებს, თუმცა გუნდის პრიორიტეტი მოთამაშეების გაყიდვა იქნება.

გავლენიანი გამოცემა MEN-ის ინფორმაციით, ტრანსფერებზე პირდაპირი გავლენა ექნება ერიკ ტენ ჰაგს, რომელსაც უკვე გადაწყვეტილი აქვს 2 მოთამაშის გაყიდვა.

ნიდერლანდელ სპეციალისტს სურს, რომ ზაფხულში ჰარი მაგუაიერმა და ენტონი მარსიალმა ოლდ ტრაფორდი დატოვონ.

ინგლისელი მცველი ტენ ჰაგის სათამაშო ფილოსოფიას არ ესადაგება, მარსიალი კი ხშირად ტრავმიანობს და გუნდის დახმარებას ვერ ახერხებს.

ამასთან ერთად, ტენ ჰაგს ახალი ცენტრალური თავდამსხმელის დამატება სურს, ამიტომაც მარსიალი ადგილს დაკარგავს და უმჯობესი იქნება, თუ ის გუნდს დატოვებს.


Facebook კომენტარები