2 წლის და 11 თვის წინ
სავარაუდო თარიღი ცნობილია - როდის ეყოლება "იუნაიტედს" ახალი მფლობელები
სავარაუდო თარიღი ცნობილია - როდის ეყოლება "იუნაიტედს" ახალი მფლობელები
ავტორი
Aa

გლეიზერებმა "მანჩესტერ იუნაიტედის" გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღეს, ინტერესი კი უამრავმა ბიზნესმენმა გამოთქვა.

კლუბის შეძენის სურვილი გამოთქვა ყველაზე მდიდარმა ბრიტანელმა სერ ჯიმ რატკლიფმა, თუმცა მას კონკურენტები კატარიდან ჰყავს.

The Muppetiers-ის თქმით, მოლაპარაკებები საბოლოო ეტაპს უახლოვდება და "იუნაიტედი" მომდევნო კვირის ბოლომდე შეთავაზებებს ელოდება.

გლეიზერებს სურთ, რომ "მანჩესტერი" ზაფხულამდე გაყიდონ, რისი შანსიც საკმაოდ დიდია.

სავარაუდოდ, მომდევნო სეზონში "წითელ ეშმაკებს" უკვე ახალი მფლობელები ეყოლებათ.



Facebook კომენტარები