ოფიციალურად, მეისონ გრინვუდს ბრალდება მოეხსნა და სასამართლოდან გათავისუფლდა, თუმცა ჯერაც უცნობია, დაუბრუნდება თუ არა "მანჩესტერ იუნაიტედს".
ძალიან სანდო ბრიტანული გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, "იუნაიტედის" კაცთა და ქალთა გუნდის მოთამაშეებს არ სურთ გრინვუდის "მანჩესტერში" დაბრუნება.
წყაროს ცნობით, ბრალდების მოხსნის მიუხედავად, რთულია იმ აუდიო ჩანაწერებისა და ფოტო მასალის დავიწყება, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ყველა ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ გრინვუდის ბაზაზე დაბრუნება უარყოფით გავლენას იქონიებს და შესაძლოა, გუნდში სიტუაცია ძალიან არიოს.
მოთამაშეების გარდა, იგივე აზრზე არიან სტაფის წევრები და ბორდის ზოგიერთი წარმომადგენელი.
ამ დროისთვის, "იუნაიტედი" საკუთარ გამოძიებას აწარმოებს და სანამ პროცესი არ მორჩება, იქამდე საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი არ გახდება.