1 წლის და 2 თვის წინ
ერიკ ტენ ჰაგის პირველი კომენტარი "ბარსელონასთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ
ერიკ ტენ ჰაგის პირველი კომენტარი "ბარსელონასთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ
ავტორი
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ევროპა ლიგაზე ასპარეზობა დაიწყო და კამპ ნოუზე "ბარსელონას" ესტუმრა, სადაც ბრწყინვალე მატჩი შედგა.

ანგარიში მარკოს ალონსომ გახსნა, რომელსაც მალევე მარკუს რაშფორდმა უპასუხა. ჟულ კუნდეს ავტოგოლით "იუნაიტედი" წინ გავიდა, შემდეგ კი რაფინიამ საბოლოო ანგარიში, 2-2 დააფიქსირა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერიკ ტენ ჰაგმა მედიასთან ისაუბრა და მცირე კომენტარი გააკეთა.

"ვფიქრობ დიდებული შეხვედრა იყო. მათ საქმე ოლდ ტრაფორდზე უნდა დავუსრულოთ.

ამ მატჩზე მსაჯს დიდი გავლენა ჰქონდა. რაშფორდის წაქცევისას მას ჩვენი მეტოქე უნდა გაეგდო, რადგან მარკუსი მეკარესთან პირისპირ გადიოდა.

რაშფორდი ძალიან კარგ ფორმაშია, მაგრამ დღეს მთელმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა. ეს კარგი გუნდური პერფორმანსი იყო.

თუ ოლდ ტრაფორდზეც ასეთი მატჩი შედგება, მაშინ ყველას მოესურვება იმ შეხვედრის ყურება. ეს ჩემპიონთა ლიგის დონის მატჩი იყო", - თქვა ერიკმა.


Facebook კომენტარები