2 წლის და 11 თვის წინ
გრინვუდის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვრცელდება - რა ხდება მეისონის თავს
გრინვუდის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვრცელდება - რა ხდება მეისონის თავს
ავტორი
Aa

მიუხედავად იმისა, რომ მეისონ გრინვუდი სასამართლოდან გაათავისუფლეს და ბრალდება მოუხსნეს, ინგლისელს "მანჩესტერ იუნაიტედში" არ აბრუნებენ.

კლუბი საკუთარ გამოძიებას აწარმოებს და სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში გადაწყვეტილება ცნობილი არ იქნება.

The Sun-ის ინფორმაციით, გამოძიების დასრულებამდე, გრინვუდი "იუნაიტედის" რამდენიმე ფეხბურთელს შეხვდა და მომხდარ შემთხვევაზე ესაუბრა.

21 წლის მოთამაშეს თითქმის 1 წელია თანაგუნდელებთან კონტაქტი არ ჰქონია, ახლა კი პირველად გაესაუბრა მოთამაშეებს, რომლებსაც ახლოს იცნობს.

გრინვუდი ურთიერთობების აღდგენას და გუნდში დაბრუნებას ცდილობს, მაგრამ "მანჩესტერი" სხვაგვარად მოქმედებს.

ამ დროისთვის, ბორდი ორ ნაწილად არის გაყოფილი - ზოგიერთი ადამიანი თანახმაა, ახალგაზრდა მოთამაშე დაბრუნდეს, ზოგიც კი კატეგორიულ უარს ამბობს.


Facebook კომენტარები