1 წლის და 9 თვის წინ
სუპერკომპიუტერმა "იუნაიტედის" ჩემპიონობის შანსები შეაფასა - ახალი პროგნოზი
ავტორი
Aa
პრემიერ ლიგაში მორიგი ძალიან დაძაბული და საინტერესო სეზონის მომსწრენი ვართ. საჩემპიონო რბოლას "მანჩესტერ იუნაიტედიც" შეუერთდა, ოთხეულისთვის კი უამრავი კლუბი იბრძვის.
ამ დროისთვის, ცხრილის სათავეში "არსენალია", რომელიც "მანჩესტერ სიტის" 2 ქულით უსწრებს და თანაც, ლონდონელებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
"იუნაიტედი" მესამე პოზიციას იკავებს და დღეს გამარჯვების შემთხვევაში, თანაქალაქელ კლუბთან სხვაობას უკვე 3 ქულამდე შეამცირებს.
FiveThirtyEight-ის სუპერკომპიუტერის აზრით, ჩემპიონი სწორედ "არსენალი" გახდება. კომპიუტერი "მეთოფეების" ჩემპიონობის შანსებს 49%-ით აფასებს.
"სიტის" გაჩემპიონება 47%-ით არის მოსალოდნელი, "იუნაიტედს" კი მხოლოდ 3% ერგო. სუპერკომპიუტერის აზრით, სეზონი ასეთი ექვსეულით დასრულდება:
- "არსენალი" - 83 ქულა
- "მანჩესტერ სიტი" - 82 ქულა
- "მანჩესტერ იუნაიტედი" - 72 ქულა
- "ნიუკასლი" - 64 ქულა
- "ლივერპული" - 64 ქულა
- "ტოტენჰემი" - 64 ქულა
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
8 თვის წინ
VIDEO: რაშფორდის გასაოცარი გასროლა შორი მანძილიდან - სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი!
8 თვის და 3 კვირის წინ
"იუნაიტედის" ახალი აღმასრულებელი დირექტორი - რა ევალებოდა ომარ ბერადას "სიტიში"
8 თვის და 3 კვირის წინ
ზიდანმა "იუნაიტედს" შეატყობინა, არის თუ არა თანახმა გუნდის მომავალ მწვრთნელობაზე
8 თვის და 3 კვირის წინ
ინეოსმა გადაწყვეტილება მიიღო - რა ბედი ელის მეისონ გრინვუდს ზაფხულში