1 წლის და 11 თვის წინ
ფასი ცნობილი გახდა - "ბაიერნმა" "იუნაიტედს" ზაბიცერის ღირებულება შეატყობინა
ფასი ცნობილი გახდა - "ბაიერნმა" "იუნაიტედს" ზაბიცერის ღირებულება შეატყობინა
ავტორი
Aa

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედმა" მშრალი იჯარით მარსელ ზაბიცერი დაიმატა, რომელიც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.

ზაბიცერმა ტრავმირებული კრისტიან ერიქსენის ადგილი დაიკავა, რომელიც კიდევ დიდი ხნით იუქმებს. ავსტრიელმა ქომაგებისგან შექებაც დაიმსახურა.

"იუნაიტედს" ზაბიცერის გამოსყიდვის უფლება არ აქვს, ამიტომაც კლუბს ტრანსფერზე მოლაპარაკებები მოუწევს, თუ ნახევარმცველის შენარჩუნებას გადაწყვეტს.

Bild-ის ინფორმაციით, "ბაიერნმა" ფეხბურთელი 20 მილიონ ევროდ შეაფასა. "რეკორდმაისტერი" მზად არის მარსელს შეელიოს, თუ "მანჩესტერი" ამ თანხას გადაიხდის.

ჯერჯერობით, კლუბს გადაწყვეტილება არ მიუღია, რადგან სეზონის ბოლომდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი.


Facebook კომენტარები