2 წლის და 11 თვის წინ
გარნაჩოს კონტრაქტი შეთანხმებულია, თუმცა გაოფიციალურება გადაიდო - მიზეზი ცნობილია
გარნაჩოს კონტრაქტი შეთანხმებულია, თუმცა გაოფიციალურება გადაიდო - მიზეზი ცნობილია
ავტორი
Aa

გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" და ალეხანდრო გარნაჩოს აგენტებმა მოთამაშის ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწიეს.

არგენტინელი ფეხბურთელი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონის ბოლოს კლუბის დატოვების ნაცვლად, კარიერას ისევ ოლდ ტრაფორდზე გააგრძელებს.

ESPN-ის თქმით, გარნაჩოს პრიორიტეტი თავიდანვე კლუბში დარჩენა იყო, თუმცა მას შეთავაზებული ხელფასი ეცოტავებოდა, ახლა კი სიტუაცია გამოსწორდა.

მიუხედავად ამისა, კლუბი ინფორმაციას ოფიციალურად ჯერაც ვერ ადასტურებს, ამის მიზეზი კი მცირე პრობლემაა - შეთანხმება ფოტოებზე უფლებებზე.

თანამედროვე ფეხბურთში, Image rights-ი მნიშვნელოვანი საკონტრაქტო ეტაპია, მაგრამ სავარაუდოა, რომ მხარეები მალე მიაღწევენ შეთანხმებას.


Facebook კომენტარები