2 წლის და 1 თვის წინ

"რეალი", "ბარსა" და "პსჟ" რაშფორდს უმიზნებენ - "იუნაიტედმა" ფასი დაასახელა

ავტორი
Aa
მარკუს რაშფორდი ზღაპრულ ფორმაში შევიდა, კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს და დიდი ევროპული გრანდების ყურადღებაც მიიპყრო.
ინგლისელს "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი 2024 წელს ეწურება, რის გამოც სხვა გუნდები მის სიტუაციას აქტიურად ადევნებენ თვალს.
შესაძლოა, "იუნაიტედმა" რაშფორდის გაყიდვაზე იფიქროს, თუ ფეხბურთელი ახალ კონტრაქტს მომდევნო სეზონის დაწყებამდე არ გააფორმებს.
როგორც ირკვევა, "მანჩესტერის" პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, მარკუსის შენარჩუნებაა, მაგრამ მზად არის მისი პოტენციური გაყიდვაც განიხილოს.
Daily Star-ის ინფორმაციით, კლუბი მინიმუმ 120 მილიონ გირვანქა სტერლინგს მოითხოვს, თუ რაშფორდს სატრანსფერო მარკეტზე დააყენებს.
მოთამაშის ყიდვა "რეალს", "ბარსელონასა" და "პარი სენ-ჟერმენს" სურთ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ

VIDEO: რაშფორდის გასაოცარი გასროლა შორი მანძილიდან - სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი!
1 წლის და 1 თვის წინ

"იუნაიტედის" ახალი აღმასრულებელი დირექტორი - რა ევალებოდა ომარ ბერადას "სიტიში"
1 წლის და 1 თვის წინ

ზიდანმა "იუნაიტედს" შეატყობინა, არის თუ არა თანახმა გუნდის მომავალ მწვრთნელობაზე
1 წლის და 1 თვის წინ

ინეოსმა გადაწყვეტილება მიიღო - რა ბედი ელის მეისონ გრინვუდს ზაფხულში