2 წლის და 2 თვის წინ
რაშფორდმა ტენ ჰაგის საუკეთესო უნარი დაასახელა - მარკუსის საინტერესო კომენტარი
რაშფორდმა ტენ ჰაგის საუკეთესო უნარი დაასახელა - მარკუსის საინტერესო კომენტარი
ავტორი
Aa

Stadium Astro-სთან საუბრისას მარკუს რაშფორდს ერიკ ტენ ჰაგის შესახებ ჰკითხეს და მისი გამორჩეული უნარის დასახელება სთხოვეს.

ინგლისელი ფეხბურთელის თქმით, მას ყველაზე მეტად ნიდერლანდელი მწვრთნელის მონდომება და გამარჯვების სურვილი მოსწონს.

"საუკეთესო უნარი? ალბათ, მისი მონდომება. ის არასდროს არის კმაყოფილი. თუ 3 ან 2 ბურთით ვიგებთ და გოლს გავუშვებთ, ვიცით, რომ ის ბედნიერი არ იქნება.

ეს გუნდში გადამდები ხდება. ახლა, მეც და სხვა შემტევებიც ძალიან მონდომებულები ვართ, რომ მეკარემ და მცველებმა კარი მშრალად შეინახონ.

ერთი ბურთით როცა ვიგებდით, ეს მაშინაც მნიშვნელოვანი იყო. ახლა თუ 4 ბურთით ვიგებთ, კარის მშრალად შენახვა უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე იქამდე იყო.

მუდამ მივიწევთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიისკენ. როცა მაქსიმუმს ვაჩვენებთ, გოლებს არ ვუშვებთ", - განაცხადა რაშფორდმა.


Facebook კომენტარები