1 წლის და 2 თვის წინ
ინფორმაცია ტრავმირებულებზე - როგორი ვითარებაა ლაზარეთში "ბარსელონასთან" მატჩის წინ
ინფორმაცია ტრავმირებულებზე - როგორი ვითარებაა ლაზარეთში "ბარსელონასთან" მატჩის წინ
ავტორი
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ბარსელონას" განმეორებით მატჩამდე 1 დღე რჩება. მალე გაირკვევა, რომელი გუნდი გააგრძელებს ასპარეზობას ევროპა ლიგაზე.

პირველ მატჩს კამპ ნოუმ უმასპინძლა, სადაც ძალიან დრამატული შეხვედრა 2-2 დასრულდა, მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობა კი ოლდ ტრაფორდზე გაირკვევა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას განმეორებით მატჩში ენტონი მარსიალის, ანტონისა და ჰარი მაგუაიერის მონაწილეობა.

სავარაუდოდ, სამივე ფეხბურთელს მოუწევს "ბლაუგრანასთან" შეხვედრის გამოტოვება. საუკეთესო შემთხვევაში, მათ სათადარიგოთა სკამზე შეუძლიათ მოხვედრა.

რა თქმა უნდა, "წითელ ეშმაკებს" ვერ დაეხმარებიან დონი ვან დე ბეეკი და კრისტიან ერიქსენი, ორივე მოთამაშეს დიდი ხნით მოუწევს უქმობა.

"იუნაიტედისთვის" კარგი ამბავია ის, რომ ლისანდრო მარტინესი და მარსელ ზაბიცერი ბრუნდებიან. პირველი მატჩი მათ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს.


Facebook კომენტარები