1 წლის და 2 თვის წინ
ტენ ჰაგის მატჩისშემდგომი კომენტარები: "ეს ჩვენი ყველაზე დიდი გამარჯვება იყო"
ტენ ჰაგის მატჩისშემდგომი კომენტარები: "ეს ჩვენი ყველაზე დიდი გამარჯვება იყო"
ავტორი
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მეორე ტაიმში "ბარსელოანასთან" ქამბექი შეასრულა და ევროპა ლიგის მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

პირველი მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა, განმეორებით შეხვედრას კი ოლდ ტრაფორდმა უმასპინძლა, სადაც ანგარიში რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა.

მეორე ნახევრის დასაწყისში წონასწორობა ფრედმა აღადგინა, შემდეგ კი ანტონიმ გამარჯვების გოლი გაიტანა და "იუნაიტედი" მომდევნო ეტაპზე გავიდა.

"ეს ჩვენი ყველაზე დიდი გამარჯვება იყო. ბევრი კარგი მატჩი მოვიგეთ, ლივერპულთან, არსენალთან, თუმცა ეს მათ შორის საუკეთესო იყო. ბარსელონა ლა ლიგის ლიდერია და რეალს 8 ქულით უსწრებს, ამიტომ მათი დამარცხება ბევრს ნიშნავს.

ვფიქრობ, ბრუნოზე პენალტი არ იყო დასანიშნი. პრემიერ ლიგაში განსხვავებული მიდგომაა, ამიტომ ამას უნდა მივეჩვიოთ. პირველ ტაიმში გვქონდა შანსები, ერთადერთი პრობლემა რწმენის ნაკლებობა იყო. მეორე ნახევარში ეს გამოვასწორეთ.

საბოლოოდ, დიდებული გამარჯვება იყო, რადგან ჩვენი თავის ვირწმუნეთ. უნდა ვიყოთ ფეთქებადები, გვჯეროდეს დიდ მატჩებში გამარჯვების. ასეთ შეხვედრებში, ბევრ რამეს მენტალიტეტი წყვიტავს, მზად უნდა იყო, რათა შეცვალო მატჩის ბედი.

ევროპა ლიგის მოგება? ამაზე ჯერ არ ვოცნებობთ. კვირას კარგი შანსი გვექნება ტიტულის მოგების. ყველაფერს გავიღებთ, ახლა იმ მატჩზე ვართ კონცენტრირებულები", - განაცხადა ტენ ჰაგმა.


Facebook კომენტარები