2 წლის და 11 თვის წინ
პანიკის დროა!? - მარკუს რაშფორდმა სოციალურ ქსელში უსიამოვნო პოსტი განათავსა
პანიკის დროა!? - მარკუს რაშფორდმა სოციალურ ქსელში უსიამოვნო პოსტი განათავსა
ავტორი
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ევროპა ლიგაზე "ბარსელონა" დაამარცხა და მერვედფინალშიც გავიდა, თუმცა ახლა გუნდს სულ სხვა პრობლემა გაუჩნდა.

მატჩის მიმდინარეობისას მძიმე დარტყმა მიიღო მარკუს რაშფორდმა, რომელიც მინდორზე დარჩა, მაგრამ მაინც მოუწია სათადარიგოთა სკამზე გადასვლა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, რაშფორდმა ინსტაგრამის სთორიში საკუთარი პოსტი განათავსა და "ტრავმირებული ემოჯიც" დაურთო.

"მანჩესტერს" 2 დღეში ლიგის თასის ფინალი ელის "ნიუკასლთან", რაშფორდის დანაკლისი კი ძალიან დიდი დარტყმა იქნება.

ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, რამდენად მძიმეა ინგლისელი შემტევის დაზიანება.


Facebook კომენტარები