5 თვის და 3 კვირის წინ

კაზემირომ პრემიერ ლიგასა და ლა ლიგას შორის მთავარი განსხვავება დაასახელა

ავტორი
Aa
"რეალში" გატარებული დიდი პერიოდის შემდეგ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კარლოს ენრიკე კაზემირომ მადრიდი დატოვა და "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდა.
ბრაზილიელი ფეხბურთელი შესანიშნავად გამოიყურება და ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელიც გახდა.
კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბრისას, კაზემიროს ლა ლიგისა და პრემიერ ლიგის შედარება სთხოვეს, მისი პასუხი კი ასეთია.
"ეს ორი ჩემპიონატი ძალიან განსხვავებულია. განსაკუთრებით თამაშის გარემოს გამო, კონკრეტულად კი ინტენსივობის.
არ ვაკნინებ ლა ლიგას, მაგრამ პრემიერ ლიგაში თამაში გაცილებით რთულია, რადგან აქ უამრავი ტრანზიცია და სწრაფი შეტევაა.
ესპანეთში ტიკი-ტაკას ანიჭებენ უპირატესობას, აქ კი მეტი კონტრშეტევა და განსხვავებული გუნდები არიან. ყველა ლიგას აქვს თავისი დონე, მთავარია ადაპტაცია", - განაცხადა კაზემ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 კვირის და 4 დღის წინ

iHerb სპორტული ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორია
1 კვირის და 6 დღის წინ

"იუნაიტედი" ფეხბურთელის კონტრაქტს 12 თვით ავტომატურად გაახანგრძლივებს - ნიქსონი
2 კვირის წინ

"იუნაიტედმა" მაგუაიერს დამატებითი თანხა მისცა, რომ "ვესტ ჰემის" წინადადებას დათანხმდეს
2 კვირის და 1 დღის წინ

რასმუს ჰოილუნდი ტრავმირებულია - რა პერიოდის გამოტოვება მოუწევს დანიელ ფორვარდს