1 წლის და 2 თვის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" | სავარაუდო შემადგენლობები
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" | სავარაუდო შემადგენლობები
ავტორი
Aa

26 თებერვალს, საქართველოს დროით 20:30 საათზე უემბლი ინგლისის კარაბაო თასის ფინალს უმასპინძლებს, სადაც ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ნიუკასლი" შეხვდებიან.

"მანჩესტერს" კვლავაც გამოაკლდებიან დონი ვან დე ბეეკი და კრისტიან ერიქსენი, საეჭვოა ენტონი მარსიალის მონაწილეობაც.

თავის მხრივ, "ნიუკასლს" ენტონი გორდონი, ნიკ პოუპი და მარტინ დუბრავკა არ ეყოლება, ასე რომ "ჯორდებს" დიდი დანაკლისი აქვთ.

სავარაუდო თერთმეტეულები ასე გამოიყურება:

"მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა, დალო, ვარანი, მარტინესი, შო, ფრედი, კაზემირო, ანტონი, ბრუნო, რაშფორდი, ვეგჰორსტი;

"ნიუკასლი": კარიუსი, ტრიპიერი, შერი, ბოტმანი, ბერნი, ჟოელინტონი, გიმარაეში, ლონგსტაფი, ალმირონი, სენტ-მაქსიმინი, ვილსონი.


Facebook კომენტარები