2 წლის და 11 თვის წინ
სიახლეები ერიქსენის ტრავმაზე - როგორ მიმდინარეობს დანიელის რეაბილიტაცია
სიახლეები ერიქსენის ტრავმაზე - როგორ მიმდინარეობს დანიელის რეაბილიტაცია
ავტორი
Aa

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე უფასოდ დამატებული კრისტიან ერიქსენი "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი ლიდერი გახდა, თუმცა დანიელმა მძიმე ტრავმა მიიღო.

კრისტიანს კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში მოუწევს უქმობა, ამ საკითხზე უფრო დეტალურად მან კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან გააკეთა კომენტარი.

"თავს კარგად ვგრძნობ. ყოველთვის მოსაწყენია ყავარჯნებით მოძრაობა და ფეხის დამცავში ყოფნა, მაგრამ ყავარჯნები უკვე აღარ მჭირდება.

შემდეგ კვირას ფეხის დამცავსაც მომხსნიან და როგორც იქნა, სიარულს დავიწყებ!", - განაცხადა კრისტიანმა.

ასე რომ, ერიქსენი დაბრუნებასთან ახლოს არ არის და მას მხოლოდ სეზონის ბოლოსთვის უნდა ველოდოთ.


Facebook კომენტარები