2 წლის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედს" ზაფხულისთვის 2 მეგა სამიზნე ჰყავს - კლუბის გეგმები ცნობილია!
"მანჩესტერ იუნაიტედს" ზაფხულისთვის 2 მეგა სამიზნე ჰყავს - კლუბის გეგმები ცნობილია!
ავტორი
Aa

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა MEN-ის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედი" 2 დიდი ტრანსფერის განხორციელებას ეცდება.

ერიკ ტენ ჰაგს სურს, რომ კლუბმა ნახევარდაცვა და თავდასხმა გააძლიეროს, კონკრეტული სამიზნეები კი უკვე შერჩეული ჰყავს.

ნიდერლანდელ მწვრთნელს ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ფრენკი დე იონგის ან ჯუდ ბელინგემის ხილვა სურს, ორივე მათგანის მიმართ სერიოზული ინტერესია.

ფორვარდის პოზიციაზე მეტი ვარაინტია - ჰარი კეინი, ვიქტორ ოსიმენი, გონსალო რამოში და მოჰამედ კუდუსი. ტენ ჰაგი რომელიმე მათგანის დამატებას ითხოვს.

შესაძლოა, კლუბმა ცენტრალური მცველის დამატებაზეც იფიქროს, რადგან ჰარი მაგუაიერის წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია.


Facebook კომენტარები