2 წლის და 1 თვის წინ
"იუნაიტედმა" გრინვუდის თაობაზე შეთავაზებები მიიღო - ვის სურს მეისონის დამატება
"იუნაიტედმა" გრინვუდის თაობაზე შეთავაზებები მიიღო - ვის სურს მეისონის დამატება
ავტორი
Aa

ძალადობაში ბრალდებული მეისონ გრინვუდი სასამართლოდან გაათავისუფლეს, ინგლისელ ფეხბურთელს ბრალი წაყენებული აღარ აქვს.

მიუხედავად ამისა, "მანჩესტერ იუნაიტედი" გრინვუდის დაბრუნებას არ ჩქარობს, არამედ კლუბი საკუთარ გამოძიებას აწარმოებს.

The Telegraph-ის ინფორმაციით, გრინვუდს მსურველები ჰყავს და როგორც ირკვევა, "იუნაიტედმა" უკვე მიიღო შეთავაზებები მის თაობაზე.

მეისონის იჯარით დამატება თურქულ კლუბებს სურთ. საქმეში არის რამდენიმე ისეთი ქვეყნის გუნდი, სადაც სატრანსფერო ფანჯარა ჯერ ისევ ღიაა.

მიუხედავად ამისა, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ "იუნაიტედმა" ის იჯარით გაუშვას, სანამ გამოძიება არ დასრულდება.


Facebook კომენტარები