11 თვის და 4 კვირის წინ
"იუნაიტედს" 3 ინგლისელი ფეხბურთელის დამატება სურს - ოლდ ტრაფორდზე დიდი გეგმები აქვთ
"იუნაიტედს" 3 ინგლისელი ფეხბურთელის დამატება სურს - ოლდ ტრაფორდზე დიდი გეგმები აქვთ
ავტორი
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის ემზადება და უკვე იწყებს მუშაობას პოტენციური სამიზნეების შერჩევაზე.

The Guardian-ის ინფორმაციით, კლუბის სიაში სამი ინგლისელი ფეხბურთელია, ერიკ ტენ ჰაგი არჩევანს ადგილობრივ კადრებზე აკეთებს.

ჰარი კეინისა და ჯუდ ბელინგემის მიმართ ინტერესზე უკვე დიდი ხანია ვიცით, მესამე პოტენციური კანდიდატი კი მეისონ მაუნტია.

"ჩელსის" მოთამაშეს მიმდინარე კონტრაქტი 2023/24 წლების სეზონის ბოლოს ეწურება, ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები კი წარუმატებლად მიმდინარეობს.

თუ ახალი კონტრაქტი არ გაფორმდა, "არისტოკრატები" მაუნტის გაყიდვას ეცდებიან, "იუნაიტედი" კი ერთ-ერთი დაინტერესებული კლუბია.



Facebook კომენტარები