2 წლის და 9 თვის წინ
ცნობილია: ვინ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას გრინვუდის შესაძლო დაბრუნებაზე
ცნობილია: ვინ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას გრინვუდის შესაძლო დაბრუნებაზე
ავტორი
Aa

მეისონ გრინვუდს ყველა ბრალდება მოუხსნეს და სასამართლოდან გაათავისუფლეს, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედში" ჯერაც არ დაბრუნებულა.

21 წლის მოთამაშე უდანაშაულოდ არ უცნიათ, ამიტომაც კლუბი არ აბრუნებს მას და საკუთარ, ინდივიდუალურ გამოძიებას აწარმოებს.

The Athletic-ის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილებას არა მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი, არამედ "მანჩესტერის" ბორდი მიიღებს.

გრინვუდის პოტენციურ დაბრუნებაზე ბოლო სიტყვა ჯოელ გლეიზერსა და რიჩარდ არნოლდს ეკუთვნით, თუმცა ჯერ საქმე აქამდე არ მისულა.

"იუნაიტედში" მხოლოდ გამოძების დასრულების შემდეგ დაფიქრდებიან ინგლისელის დაბრუნებაზე. 



Facebook კომენტარები