2 წლის და 2 თვის წინ

ტენ ჰაგმა კაზემიროს საუკეთესო უნარები დაასახელა - რა მოუტანა ბრაზილიელმა "იუნაიტედს"

ავტორი
Aa
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს "მანჩესტერ იუნაიტედმა" კაზემირო დაიმატა, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და უცვლელი ფიგურა გახდა.
ბრაზილიელმა გამოცდილმა ნახევარმცველმა კლუბს უდიდესი გამოცდილება და გამარჯვებულის მენტალიტეტი მოუტანა, უფრო ვრცლად კი ერიკ ტენ ჰაგმა ისაუბრა.
"როდესაც სატრანსფერო ფანჯარაზე ფეხბურთელებს განვიხილავდით, ჩვენ ვეძებდით მოთამაშეებს, რომლებსაც ჰქონდათ ხასიათი და მენტალიტეტი.
მსოფლიოში ძალიან ბევრი ფეხბურთელია, რომელსაც კარგი უნარები აქვს. მაგალითად, ტაქტიკურად განვითარებულები არიან ან უბრალოდ ძალიან სწრაფად დარბიან.
ჩვენ ვეძებდით ფეხბურთელებს ხასიათით, ვისაც შეეძლო ლიდერობა, იღებდა პასუხისმგებლობას და არის მდგრადი. კაზემირო სწორედ ასეთი აღმოჩნდა", - განაცხადა ტენ ჰაგმა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის და 2 თვის წინ

VIDEO: რაშფორდის გასაოცარი გასროლა შორი მანძილიდან - სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი!
1 წლის და 3 თვის წინ

"იუნაიტედის" ახალი აღმასრულებელი დირექტორი - რა ევალებოდა ომარ ბერადას "სიტიში"
1 წლის და 3 თვის წინ

ზიდანმა "იუნაიტედს" შეატყობინა, არის თუ არა თანახმა გუნდის მომავალ მწვრთნელობაზე
1 წლის და 3 თვის წინ

ინეოსმა გადაწყვეტილება მიიღო - რა ბედი ელის მეისონ გრინვუდს ზაფხულში