2 წლის და 10 თვის წინ
რა შემთხვევაში გაუაქტიურდება "მარსელს" ბაილის სავალდებულო გამოსყიდვის ოფცია
ავტორი
Aa
2022/23 წლების სეზონის დაწყებამდე, ერიკ ბაილიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვება გადაწყვიტა და იჯარით ფრანგულ "მარსელს" შეუერთდა.
ველოდრომის ბინადრებს კოტ-დიუარელის გამოსყიდვა მოუწევთ, თუ კონტრაქტის მიხედვით 2 პუნქტი შესრულდება.
პირველ რიგში, ბაილიმ ლიგა 1-ის თამაშების 50%-ში უნდა მიიღოს მონაწილეობა. სეზონის დარჩენილი 12 მატჩიდან 10-ში ის მინდორზე უნდა გავიდეს, რათა ეს პუნქტი შესრულდეს.
თუმცა, საკმარისი მხოლოდ ეს არ არის, არამედ "მარსელმა" ჩემპიონთა ლიგის საგზურიც უნდა მოიპოვოს. ამ დროისთვის, გუნდი მე-2 პოზიციას იკავებს.
თუ პირობები შესრულდა, მაშინ ფრანგებს ბაილის გამოსყიდვა სულ რაღაც 7 მილიონი ევრო დაუჯდებათ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის და 10 თვის წინ
VIDEO: რაშფორდის გასაოცარი გასროლა შორი მანძილიდან - სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი!
1 წლის და 10 თვის წინ
"იუნაიტედის" ახალი აღმასრულებელი დირექტორი - რა ევალებოდა ომარ ბერადას "სიტიში"
1 წლის და 10 თვის წინ
ზიდანმა "იუნაიტედს" შეატყობინა, არის თუ არა თანახმა გუნდის მომავალ მწვრთნელობაზე
1 წლის და 10 თვის წინ
ინეოსმა გადაწყვეტილება მიიღო - რა ბედი ელის მეისონ გრინვუდს ზაფხულში