2 წლის წინ

"იუნაიტედი" დავიდ დე ხეას შემცვლელად 2 მეკარეს განიხილავს - The Telegraph

ავტორი
Aa
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულში ახალი მეკარის დამატებას შეეცდება.
დავიდ დე ხეას კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და კლუბი მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ცდილობს, მაგრამ ის პირველი მეკარე აღარ იქნება.
როგორც ცნობილია, კლუბი პირველ ნომრად 2 ვარიანტს განიხილავს - დავიდ რაია ("ბრენტფორდი") და დიოგუ კოშტა ("პორტუ").
რაიას კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება, ამიტომაც "ბრენტფორდი" მზად არის მის გასაყიდად, მსურველები კი მრავლად არიან.
თავის მხრივ, კოშტამ პორტუგალიურ კლუბთან ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა და მისი ტრანსფერი ბევრად ძვირი დაჯდება.
ასეა თუ ისე, დე ხეა ნდობას კარგავს და გუნდი მის შემცვლელს აქტიურად ეძებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ

VIDEO: რაშფორდის გასაოცარი გასროლა შორი მანძილიდან - სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი!
1 წლის და 1 თვის წინ

"იუნაიტედის" ახალი აღმასრულებელი დირექტორი - რა ევალებოდა ომარ ბერადას "სიტიში"
1 წლის და 1 თვის წინ

ზიდანმა "იუნაიტედს" შეატყობინა, არის თუ არა თანახმა გუნდის მომავალ მწვრთნელობაზე
1 წლის და 1 თვის წინ

ინეოსმა გადაწყვეტილება მიიღო - რა ბედი ელის მეისონ გრინვუდს ზაფხულში