2 წლის და 1 თვის წინ

ტენ ჰაგი კვლავად იდეალისტია: "გოლის გატანამდე, რაშფორდმა კარგი შანსები გააფუჭა"

ავტორი
Aa
"ბეტისთან" მოპოვებული მეორე გამარჯვების შემდეგ, ერიკ ტენ ჰაგმა მედიასთან ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ნიდერლანდელმა მწვრთნელმა მარკუს რაშფორდზეც გააკეთა კომენტარი, რომელმაც გოლის გატანამდე 2 ძალიან კარგი შანსი ვერ გამოიყენა.
"გუნდი მომენტებს ქმნიდა. რაშფორდს იქამდეც შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ შანსები გააფუჭა. მან რწმენა შეინარჩუნა, გააგრძელა მცდელობა და შედეგი მიიღო.
ყველა კარგმა ფორვარდმა იცის, რომ ყველა მომენტი გოლად არ იქცევა, თუმცა ამ დონეზე 5 ან 6 შანსს ვერ შექმნი, ამიტომაც 1 ან 2 უნდა გამოიყენო.
მისი ფორმა ბევრის მთქმელია. ის ინარჩუნებს კონცენტრაციას და ანაწილებს ენერგიას. მარკუსი საგოლე პოზიციებს ირჩევს და შემდეგ ფინიშინგის საკითხია", - ამბობს ტენ ჰაგი.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის და 1 თვის წინ

VIDEO: რაშფორდის გასაოცარი გასროლა შორი მანძილიდან - სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი!
1 წლის და 2 თვის წინ

"იუნაიტედის" ახალი აღმასრულებელი დირექტორი - რა ევალებოდა ომარ ბერადას "სიტიში"
1 წლის და 2 თვის წინ

ზიდანმა "იუნაიტედს" შეატყობინა, არის თუ არა თანახმა გუნდის მომავალ მწვრთნელობაზე
1 წლის და 2 თვის წინ

ინეოსმა გადაწყვეტილება მიიღო - რა ბედი ელის მეისონ გრინვუდს ზაფხულში