1 წლის წინ
მაგუაიერი: "ვიცი, რომ მოედანზეც და მის მიღმაც გუნდში მნიშვნელოვანი როლი მაქვს"
მაგუაიერი: "ვიცი, რომ მოედანზეც და მის მიღმაც გუნდში მნიშვნელოვანი როლი მაქვს"
ავტორი
Aa

ევროპა ლიგის მერვედფინალში "ბეტისის" დამარცხების შემდეგ, კაპიტანმა ჰარი მაგუაიერმა BT Sport-თან კომენტარი გააკეთა.

"ოლდ ტრაფორდზე კარგად ვითამაშეთ და ვიცოდით, რომ დღეს მეტოქე პირველ 20 წუთში ძალების მაქსიმუმს გამოიყენებდა ჩვენს წინააღმდეგ.

პირველი წუთები მატჩის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, რათა მომდევნო ეტაპზე გავსულიყავით. მეტოქისგან სწრაფ დასაწყისს ველოდით.

თუ პირველ 20 წუთში გოლს არ გავუშვებდით, მაშინ საქმის დიდი ნაწილი შესრულებული იქნებოდა. მათ რამდენიმე შანსი მივეცით, მაგრამ გოლი არ გავიდა.

მე ვიცი, რომ ამ გუნდში მნიშვნელოვანი როლი მაქვს მინდორზე და მის მიღმა. ყოველდღიურად ვცდილობ მოვუტანო მანჩესტერს წარმატება, მიუხედავად იმისა, ვთამაშობ თუ არა.

ვარჯიშზე ბევრს ვშრომობ. მხოლოდ ამის გაკეთება შემიძლია, ვარჯიშზე მაქსიმალურად დავიხარჯო!", - ამბობს ჰარი.



Facebook კომენტარები