2 წლის და 10 თვის წინ
10-საათიანი საუბარი შეიხსა და გლეიზერებს შორის - შეხვედრის დეტალები ცნობილი გახდა
10-საათიანი საუბარი შეიხსა და გლეიზერებს შორის - შეხვედრის დეტალები ცნობილი გახდა
ავტორი
Aa

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კატარელი შეიხის ჯასიმ ბინ ჰამად ალ ტანის წარმომადგენლები მანჩესტერში მოლაპარაკებების გასამართად ჩავიდნენ.

მათ 10-საათიანი გასაუბრება ჰქონდათ "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმომადგენლებთან, კლუბის სრული პაკეტის შესყიდვის თაობაზე.

წყაროს ცნობით, შეხვედრა ძალიან შედეგიანი და პოზიტიური გამოდგა. საუბრის ძირითადი თემა ალ ტანის სამომავლო გეგმები იყო.

როგორც ირკვევა, თავად შეიხი კმაყოფილია და მეორე შეთავაზების გასაკეთებლად მზად არის, რათა "იუნაიტედი" შეისყიდოს.

ჯასიმს 10 დღე აქვს, რათა გლეიზერების მოთხოვნა დააკმაყოფილოს და კლუბის სანაცვლოდ 6 მილიარდი გირვანქა გადაიხადოს.

თავის მხრივ, დღეს "იუნაიტედის" წარმომადგენლებს შეხვედრა სერ ჯიმ რატკლიფთან აქვთ, რომელსაც ასევე სურს კლუბის ყიდვა.


Facebook კომენტარები