6 თვის წინ

ოსიმენს ჟურნალისტებმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესზე ჰკითხეს - ვიქტორის პასუხი

ავტორი
Aa
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" პრიორიტეტი ახალი ცენტრალური ფორვარდის დამატება იქნება.
კლუბს უამრავ ფეხბურთელს უკავშირებენ, ყველაზე ხშირად კი ვიქტორ ოსიმენის სახელი გვესმის, რომელიც გასაოცარ ფორმაშია.
"ნაპოლის" ნიგერიელი შემტევი დაფრინავს, უკანასკნელი მატჩის შემდეგ კი მას "იუნაიტედის" ინტერესზეც ჰკითხეს.
"არ ვიცი რა მელის მომავალში. სეზონის ბოლოს, ჩემს აგენტებთან ერთად დავსხდები და განვიხილავ მომავალს. მექნება საუბარი ნაპოლისთანაც", - ამბობს ვიქტორი.
რამდენიმე დღის წინ, ვიქტორმა განაცხადა, რომ მისი ოცნება პრემიერ ლიგაში თამაშია და ამას აუცილებლად გააკეთებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 კვირის და 4 დღის წინ

iHerb სპორტული ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორია
1 კვირის და 6 დღის წინ

"იუნაიტედი" ფეხბურთელის კონტრაქტს 12 თვით ავტომატურად გაახანგრძლივებს - ნიქსონი
2 კვირის წინ

"იუნაიტედმა" მაგუაიერს დამატებითი თანხა მისცა, რომ "ვესტ ჰემის" წინადადებას დათანხმდეს
2 კვირის და 1 დღის წინ

რასმუს ჰოილუნდი ტრავმირებულია - რა პერიოდის გამოტოვება მოუწევს დანიელ ფორვარდს