1 წლის წინ
რონალდუმ პრესკონფერენციაზე პირველად ისაუბრა "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვებაზე
რონალდუმ პრესკონფერენციაზე პირველად ისაუბრა "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვებაზე
ავტორი
Aa

2023 წელი კრიშტიანუ რონალდუსთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა, როგორც მინდორზე, ასევე მის მიღმა.

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, პორტუგალიელმა "მანჩესტერ იუნაიტედიც" დატოვა და კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა.

"ალ-ნასრის" შემტევი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, პრესკონფერენციაზე კი ჟურნალისტმა ინგლისის დატოვების შესახებ ჰკითხა.

"ვფიქრობ, ცხოვრებაში ყველაფერი რაღაც მიზეზის გამო ხდება. ვაფასებ ცუდ დროსაც, რადგან გავიგე ვინ იყო ჩემს გვერდით. ასეთ დროს ჩანს, ვინ არის შენიანი.

ეს ჩემი ცხოვრების და კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მომენტი იყო, მაგრამ სინანულის დრო არ არის. ცხოვრება გრძელდება, ეს ჩვენი ევოლუციის ნაწილია.

როდესაც მთის მწვერვალზე ხარ, მაშინ რთულია დაინახო რა ხდება დაბლა, მე კი ხშირად სწორედ ეს მემართებოდა.

ახლა, მე ყველაფრისთვის ბევრად მომზადებული ვარ, მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვანი იყო.

ვგრძნობ, რომ ახლა უკეთესი ადამიანი ვარ", - განაცხადა რონალდუმ "იუნაიტედის" დატოვებაზე.



Facebook კომენტარები