2 წლის და 10 თვის წინ
ინგლისის ნაკრებიდან დაწუნებული ვან-ბისაკა სხვა ქვეყნის ღირსებას დაიცავს - RDC
ავტორი
Aa
აარონ ვან-ბისაკა შესანიშნავ ფორმაში შევიდა და ნელ-ნელა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში ადგილსაც იბრუნებს.
მიუხედავად კარგი თამაშისა, ვან-ბისაკა ინგლისის ეროვნულ ნაკრებში არ გამოიძახეს, სადაც მართლაც ბევრი მაღალი დონის მარჯვენა მცველია.
კაილ უოკერი, კირან ტრიპიერი, რის ჯეიმსი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ბენ უაითი - "ობობას" სწორედ მათთან უწევს კონკურენციის გაწევა.
RDC-ს ინფორმაციით, ამ მიზეზის გამო, ვან-ბისაკამ გადაწყვიტა "სამ ლომზე" აღარ იფიქროს და ამიერიდან კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მაისური მოირგოს.
აარონი ლონდონშია დაბადებული, თუმცა წარმოშობით კონგოელია და 2015 წელს, კონგოს 20-წლამდელთა ნაკრებშიც ითამაშა.
ჯერჯერობით, ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა ყველაფერი მალე გადაწყდება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის და 10 თვის წინ
VIDEO: რაშფორდის გასაოცარი გასროლა შორი მანძილიდან - სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი!
1 წლის და 10 თვის წინ
"იუნაიტედის" ახალი აღმასრულებელი დირექტორი - რა ევალებოდა ომარ ბერადას "სიტიში"
1 წლის და 10 თვის წინ
ზიდანმა "იუნაიტედს" შეატყობინა, არის თუ არა თანახმა გუნდის მომავალ მწვრთნელობაზე
1 წლის და 10 თვის წინ
ინეოსმა გადაწყვეტილება მიიღო - რა ბედი ელის მეისონ გრინვუდს ზაფხულში