2 წლის წინ
რომეო ლავიასა და "იუნაიტედის" წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა
რომეო ლავიასა და "იუნაიტედის" წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა
ავტორი
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის ემზადება და გარკვეულ სამუშაოებს უკვე ასრულებს.

გავლენიანი ბელგიელი ჟურნალისტის საშა ტავოლიერის ინფორმაციით, კლუბი რომეო ლავიას წარმომადგენლებსაც შეხვდა.

19 წლის ნახევარმცველი პრემიერ ლიგაში შესანიშნავ სეზონს ატარებს და "საუთჰემპტონის" ერთ-ერთი ნათელი წერტილიც გახდა.

ლავიას მიმართ დიდი ინტერესია, "იუნაიტედის" გარდა მის დამატებას "ჩელსი" და "არსენალი" განიხილავენ.

საქმეშია რომეოს აღმზრდელი გუნდი "მანჩესტერ სიტიც". რომეო სენტ მერიზე 2022 წლის ზაფხულში სწორედ ეტიჰადიდან გადაბარგდა.

"სოტონს" ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 40 მილიონი გირვანქა სურს.


Facebook კომენტარები