6 თვის და 1 კვირის წინ

მაგუაიერი: "ვფიქრობ, ჩემი დონის დამტკიცება აღარ მჭირდება, ეს უკვე გავაკეთე"

ავტორი
Aa
ინგლისისა და იტალიის ეროვნული ნაკრებების მატჩის შემდეგ, ჰარი მაგუაიერმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველის თქმით, მან უკვე დაამტკიცა სანაკრებო და საკლუბო დონეზე საკუთარი დონე.
"ვფიქრობ, მე დასამტკიცებელი აღარაფერი მაქვს. ნაკრებში 50-ზე მეტი მატჩი ჩავატარე, მანჩესტერ იუნაიტედში კი თითქმის 200 შეხვედრა.
3 წელია კლუბს ვკაპიტნობ. მესმის, როდესაც იუნაიტედის კაპიტანი ხარ, მაშინ უფრო მეტად გაკვირდებიან. მე საკუთარ თავს კლუბის ლიდერად ვხედავ.
ჩემი დონე ნაკრებშიც დავამტკიცე. საუთგეითს სხვა ინგლისელი მცველების არჩევა შეუძლია, მაგრამ როცა თამაში შემიძლია, მუდამ ძირითადში ვარ.
ვფიქრობ, თუ კითხავთ სხვა ფეხბურთელებს, ისინიც გეტყვიან, რა მომაქვს გუნდისთვის", - ამბობს ჰარი.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 კვირის და 4 დღის წინ

iHerb სპორტული ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორია
1 კვირის და 6 დღის წინ

"იუნაიტედი" ფეხბურთელის კონტრაქტს 12 თვით ავტომატურად გაახანგრძლივებს - ნიქსონი
2 კვირის წინ

"იუნაიტედმა" მაგუაიერს დამატებითი თანხა მისცა, რომ "ვესტ ჰემის" წინადადებას დათანხმდეს
2 კვირის და 1 დღის წინ

რასმუს ჰოილუნდი ტრავმირებულია - რა პერიოდის გამოტოვება მოუწევს დანიელ ფორვარდს