სანაკრებო პაუზის შემდეგ, საკლუბო ფეხბურთი გრძელდება, დღეს კი მინდორს "მანჩესტერ იუნაიტედი" უბრუნდება.
ერიკ ტენ ჰაგის შეგირდები სენტ ჯეიმს პარკზე "ნიუკასლს" ესტუმრებიან და შეეცდებიან ოთხეულის პოზიციები კიდევ უფრო მეტად გაიმყარონ.
"იუნაიტედს" დისკვალიფიკაციის გამო კაზემირო დააკლდება. ჯერჯერობით, გუნდს ვერ დაეხმარება კრისტიან ერიქსენი, რომელიც დაბრუნებას უახლოვდება.
დონი ვან დე ბეეკი და ალეხანდრო გარნაჩო კიდევ დიდი ხნით იუქმებენ. მოსალოდნელია, რომ სათამაშოდ მზად იქნებიან რაფა ვარანი, მარსელ ზაბიცერი და მარკუს რაშფორდი.
თავის მხრივ, "ჯორდებს" მიგელ ალმირონი და ემილ კრაფტი დააკლდებიან, სხვა მხრივ კი მზადყოფნაში არიან.
სავარაუდო შემადგენლობები ასე გამოიყურება:
"ნიუკასლი": პოუპი, ტრიპიერი, შარი, ბოტმენი, ბერნი, ლონგსტაფი, გიმარაესი, ჟოელინტონი, მერფი, სენტ-მაქსიმინი, ისაკი;
"მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა, ვან-ბისაკა, ვარანი, მარტინესი, შო, ზაბიცერი, ფრედი, ანტონი, ბრუნო, რაშფორდი, ვეგჰორსტი.