2 წლის და 9 თვის წინ
BREAKING | ლისანდრო მარტინესის ტრავმის სიმძიმე ცნობილი გახდა!
BREAKING | ლისანდრო მარტინესის ტრავმის სიმძიმე ცნობილი გახდა!
ავტორი
Aa

ევროპა ლიგაზე "სევილიასთან" გამართულ მატჩში ლისანდრო მარტინესმა ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანი ნაადრევად დატოვა.

გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მცველი ფეხის მინდორზე დადგმას ვერ ახერხებდა, რის გამოც ის ფეხბურთელებმა გადაიყვანეს მოედნის მიღმა.

არგენტინელი ჟურნალისტის ესტებან ედულის ინფორმაციით მარტინესმა ფეხის მეხუთე მეტატარზალური ძვალი მოიტეხა.

კლუბში ფიქრობენ, რა იქნება უმჯობესი, გაუკეთონ ოპერაცია ლიჩას თუ რეაბილიტაციით შემოიფარგლონ.

რეაბილიტაციით მკურნალობის შემთხვევაში, მარტინესს მინიმუმ 6 კვირის გამოტოვება მოუწევს, ოპერაცია კი რამდენიმე თვით დააშორებს მინდორს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან დიდი ალბათობით, ლისანდროსთვის სეზონი დასრულებულია და ის გუნდს ვეღარ დაეხმარება.


Facebook კომენტარები