2 წლის და 9 თვის წინ
უახლესი ინფორმაცია - დაუბრუნდება თუ ვერა ვარანი გუნდს მიმდინარე სეზონში
უახლესი ინფორმაცია - დაუბრუნდება თუ ვერა ვარანი გუნდს მიმდინარე სეზონში
ავტორი
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედისთვის" გასული დღეები ძალიან მძიმე გამოდგა. ევროპა ლიგაზე ჩატარებული მძიმე მატჩის შემდეგ, გუნდს ტრავმებიც დაემატა.

უკვე ოფიციალურად ვიცით, რომ ლისანდრო მარტინესისთვის სეზონი დასრულებულია. არგენტინელს ოპერაცია სჭირდება და რამდენიმე თვე გაუცდება.

ბრიტანული მედიის თქმით, სეზონის დასრულებასთან რაფაელ ვარანიც ახლოს იყო, თუმცა კლუბმა სხვაგვარი განცხადება გააკეთა.

"იუნაიტედის" ოფიციალური ვებ-გვერდის თქმით, ფრანგ მცველს მინიმუმ 3 კვირა გაუცდება, მაგრამ, შესაძლოა, გუნდს დაუბრუნდეს.

სავარაუდოა, რომ რაფას სეზონის ბოლო მატჩებში ვიხილავთ, თუ ამის აუცილებლობა დადგა.


Facebook კომენტარები