2 წლის წინ
"იუნაიტედი" ოსიმენისთვის მებრძოლთა სიაშია - "ნაპოლიმ" სავარაუდო ფასი დაასახელა
"იუნაიტედი" ოსიმენისთვის მებრძოლთა სიაშია - "ნაპოლიმ" სავარაუდო ფასი დაასახელა
ავტორი
Aa

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედი" ახალი ცენტრალური ფორვარდის დამატებას აუცილებლად აპირებს.

კლუბის ერთ-ერთი სამიზნე ვიქტორ ოსიმენია, რომლის დამატება კიდევ ძალიან ბევრ ევროპულ კლუბს სურს.

Sport1-ის თქმით, ამ დროისთვის, ოსიმენის შეძენის მთავარი კანდიდატები "იუნაიტედი", "ჩელსი" და "ბაიერნი" არიან.

ნიგერიელი ფორვარდის ოცნება პრემიერ ლიგაში თამაშია, მაგრამ ბუნდესლიგაში დაბრუნებაზეც არ იტყვის უარს.

ნეაპოლელებს თავიანთი ერთ-ერთი ლიდერის სანაცვლოდ მინიმუმ 120-130 მილიონი ევროს მიღება სურთ.


Facebook კომენტარები