1 წლის და 11 თვის წინ
"იუნაიტედი" მსოფლიო ჩემპიონის ტრანსფერზე მუშაობას უკვე შეუდგა - რომანო
"იუნაიტედი" მსოფლიო ჩემპიონის ტრანსფერზე მუშაობას უკვე შეუდგა - რომანო
ავტორი
Aa

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი პრიორიტეტი ალექსის მაკ ალისტერის ტრანსფერი იქნება.

ფაბრისიო რომანოს ინფორმაციით, კლუბმა უკვე დაიწყო არგენტინელი ნახევარმცველის გადაბირებაზე მუშაობა.

რამდენიმე დღეში, "იუნაიტედის" წარმომადგენლები მაკ ალისტერის აგენტს შეხვდებიან და შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრებენ.

მსოფლიო ჩემპიონი "ბრაიტონიდან" წასვლას აპირებს და თანაც სურს, რომ ეს სატრანსფერო ფანჯრის გახსნიდან მალევე მოხდეს.

"თოლიებს" ალექსისის სანაცვლოდ დაახლოებით 70-75 მილიონი ფუნტის მიღება სურთ, მაგრამ ფასი, შესაძლოა, გაიზარდოს.

"იუნაიტედის" გარდა, მაკ ალისტერის მსურველებს შორის "ლივერპულიცაა".


Facebook კომენტარები