1 წლის წინ
"სევილია" - "მანჩესტერ იუნაიტედი" | სავარაუდო შემადგენლობა
"სევილია" - "მანჩესტერ იუნაიტედი" | სავარაუდო შემადგენლობა
ავტორი
Aa

დღეს, საქართველოს დროით 23:00 საათზე "მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩს ჩაატარებს.

"იუნაიტედი" ესპანეთში გაემგზავრა, სადაც "სევილიას" შეხვდება და ნახევარფინალის საგზურისთვის იბრძოლებს.

პირველ მატჩს "წითელი ეშმაკები" დამაჯერებლად იგებდნენ, თუმცა სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს და მატჩი 2-2 დასრულდა.

დღევანდელ შეხვედრას ტრავმის გამო გამოაკლდებიან ლისანდრო მარტინესი, რაფაელ ვარანი, დონი ვან დე ბეეკი, სკოტ მაკტომინეი და ალეხანდრო გარნაჩო.

,მატჩს დანამდვილებით გამოაკლდება ბრუნო ფერნანდეშიც, რომელმაც წინა მატჩში ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია.

სავარაუდო თერთმეტეულები ასე გამოიყურება:


"სევილია": ბონო, მონტიელი, ნიანზუ, მარკაო, აკუნია, ფერნანდო, გუდელი, ოკამპოსი, რაკიტიჩი, ტორესი, ელ-ნესირი;

"მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა, ვან-ბისაკა, მაგუაიერი, ლინდელოფი, შო, კაზემირო, ფრედი, ანტონი, ერიქსენი, სანჩო, მარსიალი.


Facebook კომენტარები