2 წლის და 9 თვის წინ
გარნაჩოს 20-წლამდელთა მუნდიალზე სურს წასვლა, "იუნაიტედი" მის დატოვებას ცდილობს
გარნაჩოს 20-წლამდელთა მუნდიალზე სურს წასვლა, "იუნაიტედი" მის დატოვებას ცდილობს
ავტორი
Aa

20 მაისს ინდონეზიაში 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს სტარტს.

ჩემპიონატზე წასვლა სურს ალეხანდრო გარნაჩოს, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედი" მის შენარჩუნებას ცდილობს.

ალეხანდროს არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებში უხმეს, "იუნაიტედი" კი ცდილობს, რომ ის არ გაუშვას.

საქმე იმაშია, რომ თუ გარნაჩო მუნდიალზე წავა, მაშინ მას პრემიერ ლიგის ბოლო რამდენიმე ტურის გამოტოვება მოუწევს.

ამის გარდა, ახალგაზრდა შემტევი გუნდს ვერ დაეხმარება ევროპა ლიგისა და ასოციაციის თასის პოტენციურ ფინალებშიც.

ამ დროისთვის, გარნაჩო ტრავმირებულია, თუმცა მან მცირე დატვირთვით ვარჯიში უკვე დაიწყო და სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში მინდორზე უნდა ველოდოთ.


Facebook კომენტარები