2 წლის და 8 თვის წინ
გრინვუდს "იუნაიტედში" მომავალი აღარ აქვს და ახალ კლუბს ეძებს - Relevo
გრინვუდს "იუნაიტედში" მომავალი აღარ აქვს და ახალ კლუბს ეძებს - Relevo
ავტორი
Aa

მეისონ გრინვუდის ინგლისური კარიერა დასრულებულია და ის "მანჩესტერ იუნაიტედში" ვეღარ ითამაშებს, აცხადებს ესპანური გამოცემა Relevo.

სანდო წყაროს ინფორმაციით, "იუნაიტედი" არ აპირებს გრინვუდის მინდორზე დაბრუნებას, მიუხედავად იმისა, რომ ის ბრალდებული აღარ არის.

ამის გამო, 21 წლის შემტევმა გადაწყვიტა ინგლისი დატოვოს და კარიერა პრემიერ ლიგის მიღმა განაახლოს, რათა მედიის ყურადღება არ მიიპყროს.

როგორც ირკვევა, ერთ-ერთი დაინტერესებული გუნდი "მილანია", თუმცა ოფიციალური კონტაქტი ჯერ არ შემდგარა.

"მანჩესტერი" მზად არის ნებისმიერ მსურველთან სასაუბროდ.


Facebook კომენტარები