2 წლის და 9 თვის წინ
3 მაისს ოლდ ტრაფორდთან ჯიმი მერფის ძეგლი გაიხსნება
ავტორი
Aa
ოფიციალურად, 2023 წლის 3 მაისს ოლდ ტრაფორდის მიმდებარე ტერიტორიაზე ლეგენდარული ჯიმი მერფის ძეგლი დაიდგმება.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მისი ძეგლის დადგმის გადაწყვეტილება 2021 წელს მიიღო, ახლა კი კლუბი საბოლოო ეტაპზეა.
მერფი სერ მეტ ბასბის ყოფილი ასისტენტი და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელია.
ჯიმი კლუბს 1946 წელს შეუერთდა, მომდევნო 4 დეკადის განმავლობაში კი უამრავი სხვადასხვა როლი მოირგო.
მერფი ბასბის ასისტენტი 1955 წელს გახდა. მიუნხენის ტრაგედიის შემდეგ, ის "მანჩესტერის" დროებითი მწვრთნელიც გახდა.
უელსელი ლეგენდა 1990 წელს გარდაიცვალა. სწორედ მას უკავშირდება კარინგტონის აგება. ამასთან, სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდოც მერფის სახელს ატარებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის და 10 თვის წინ
VIDEO: რაშფორდის გასაოცარი გასროლა შორი მანძილიდან - სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი!
1 წლის და 10 თვის წინ
"იუნაიტედის" ახალი აღმასრულებელი დირექტორი - რა ევალებოდა ომარ ბერადას "სიტიში"
1 წლის და 10 თვის წინ
ზიდანმა "იუნაიტედს" შეატყობინა, არის თუ არა თანახმა გუნდის მომავალ მწვრთნელობაზე
1 წლის და 10 თვის წინ
ინეოსმა გადაწყვეტილება მიიღო - რა ბედი ელის მეისონ გრინვუდს ზაფხულში