1 წლის და 11 თვის წინ

ერიკ ტენ ჰაგს მომდევნო სეზონისთვის "ჩელსის" 2 ვარსკვლავის შეძენა სურს - Goal

ავტორი
Aa
"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადებას აგრძელებს, გუნდი კანდიდატებს არჩევს.
Goal-ის ინფორმაციით, ერიკ ტენ ჰაგს "ჩელსის" 2 ფეხბურთელი მოსწონს. საუბარია მეისონ მაუნტსა და ჟოაუ ფელიქსზე.
მაუნტის სტემფორდ ბრიჯიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რადგან ინგლისელი კლუბთან ახალ კონტრაქტს არ აფორმებს.
მეისონს მიმდინარე ხელშეკრულება 2024 წელს ეწურება, "არისტოკრატებს" კი მისი დაკარგვა არ სურთ, ამიტომ გასაყიდად მზად არიან.
"იუნაიტედის" გარდა, ნახევარმცველის დამატება "მანჩესტერ სიტის", "ლივერპულსა" და "არსენალს" სურთ.
რაც შეეხება ფელიქსს, ის ლონდონურ კლუბში "ატლეტიკოდან" იჯარით გადაბარგდა, სეზონის ბოლოს კი მადრიდში მოუწევს დაბრუნება.
"ჩელსის" გამოსყიდვის პუნქტი არ აქვს, ამიტომ "მანჩესტერს" მისთვის ბრძოლა შეუძლია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ

VIDEO: რაშფორდის გასაოცარი გასროლა შორი მანძილიდან - სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი!
1 წლის და 1 თვის წინ

"იუნაიტედის" ახალი აღმასრულებელი დირექტორი - რა ევალებოდა ომარ ბერადას "სიტიში"
1 წლის და 1 თვის წინ

ზიდანმა "იუნაიტედს" შეატყობინა, არის თუ არა თანახმა გუნდის მომავალ მწვრთნელობაზე
1 წლის და 1 თვის წინ

ინეოსმა გადაწყვეტილება მიიღო - რა ბედი ელის მეისონ გრინვუდს ზაფხულში